LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ჭორაობაა… ხაზარაძის შეფასებები ბევრისთვის შეურაცხმყოფელია – ხელისუფლება ბიზნესმენის სკანდალურ განცხადებებს პასუხობს

103
mamuka xazaradze

ხელისუფლების წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურებიან.

თბილისის მერი თვლის, რომ როცა ბიზნესმენი საუბრობდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, რომელსაც მისი თქმით, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა, ეს ჭორაობაა. 

კალაძე ფიქრობს, რომ თუ ეს ისტორია სიმართლეა, მაშინვე უნდა ეთქვა ყველაფერი.

შოთაძე დიდი ხანია გათავისუფლებულია. უკეთესი იქნება ჭორაობას თავი დავანებოთ”,– აცხადებს კალაძე.

უმრავლესობის წევრს – ირაკლი სესიაშვილს კი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ანაკლიის პროექტისთვის მოდის. 

ის პორტის მნიშვნელობასაც ხაზს უსვამს და აღნიშნავს, რომ ხაზარაძის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა პროექტის განხორციელებას პირდაპირპორციულად უკავშირდება.

მე ვეუბნები ხაზარაძეს, ქვეყანამ უკვე ასეულობით მილიონი დახარჯა ბიუჯეტიდან და შეასრულა თავისი ვალდებულებები – იყიდა მიწები, გზა გაიყვანა, ინფრასტრუქტურა განახორციელა, იმისათვის, რომ ამ კონსორციუმს ჰქონოდა მეტი საშუალება და ეჩვენებინა ინვესტორებისთვის მხარდაჭერა, რომ შემდგომ ამ პროექტის რეალიზება მოეხდინა“, – აცხადებს სესიაშვილი.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაურეკა და შემდეგ ბიზნესმენს ვანო ჩხარტიშვილისა და ირაკლი შოთაძის თანდასწრებით სოლოლაკში შეხვდა. ხაზარაძე ამბობს, რომ მისგან ჩახრტიშვილისთვის 30 მილიონის გადახდას ითხოვდნენ. ბიზსესმენი ამბობს, რომ ივანიშვილი ფაქტობრივად. პატარა სახელმწიფო იყო, რომელიც თავად წყვეტდა ყველაფერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები