LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს დარდი განმასხვავებს ევროპელი მშობლისგან… საჯაროდ მინდა ვუთხრა ყველას…” – რას წერს ირინა სარიშვილი?

405
irinasarishvili

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რა დარდი განსახვავებს ევროპელი მშობლებისგან და აღნიშნავს, რომ ყველას შლის ცხოვრებიდან, ვინც ევროპისკენ სვლას ხელს უშლის.

“ჩემი შვილებიდან სამი განსაკუთრებული საჭიროების პირია, აქ რომ შშმ-ს უწოდებენ, აი ეგეთი.
ყველაზე დიდი დარდი რაც მაქვს ისაა, მე რომ აღარ ვიქნები, როგორ იქნებიან უჩემოდ და სწორედ ეს დარდი განმასხვავებს ევროპელი მშობლისგან, რომელმაც ზუსტად იცის – მის შვილს არაფერი გაუჭირდება, აღარ ჩამოვთვლი, რატომ – იცით ყველამ.

მესმის რომ სახელმწიფო ინტერესებთან შედარებით ეს ძალიან პირადია, მაგრამ ამ წუთას სწორედ ამიტომ საჯაროდ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ხელს უშლით საქართველოს ევროპისკენ სვლას, ვინც არ უნდა იყოთ, გშლით ჩემი ცხოვრებიდან”, -წერს სარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები