LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს გამონაყარი ყველაზე ხშირად გვხდება სკოლის ასაკის ბავშვებში” – რას ნიშნავს ე.წ. “კოვიდის თითები”, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს

1106
BeFunky-collage (8)

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომ სავარუდოდ, კოვიდინფექციის ფონზე ახალგაზრდებში შესაძლოა შეგვხდეს ქვედა კიდურებზე თითების დაზიანება.

გიორგი ღოღობერიძე ერთ-ერთი ინფიცირებული პაციენტის ტერფის ფოტოზე დაყრდნობით დეტალურად განმარტავს რას ნიშნავს ე.წ. “კოვიდის თითები” და შესაძლოა თუ არა ის ჩაითვალოს ვირუსის ახალ სიმპტორმად.

“რამდენიმე წუთის წინ მივიღე ინფირიცირებული პაციენტისგან ტერფის სურათი და გადავწყვიტე ეს ფაქტი გამეზიარებინა თქვენთვისაც. სავარაუდოდ, კოვიდინფექციის ფონზე, ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით საუბარია ახალგაზრდებზე, უფრო ხშირად დამამთავრებელი კლასის ბავშვებზე, შეიძლება ამ კატეგორიის ხალხში ქვედა კიდურებზე შეგვხდეს თითების დაზიანება კოვიდინფექციის ფონზე.

ვარაუდობენ, რომ კოვიდინფექციის ფონზე ადამიანს შეიძლება დაემართოს ე.წ. „კოვიდის თითები“ – ეს არის წითელი არეები, რომელიც ძალიან ჰგავს პერნიუს. ეს გამონაყარი ყველაზე ხშირად გვხდება სკოლის ასაკის ბავშვებში, რომელთაც კოვიდინფექციის მსუბუქი ფორმა აქვთ და მეტი სხვა ნიშნები ან არ აღენიშნებათ ან თუ აქვთ, რაღაც მსუბუქი ხარისხით, ოდნავ იყოს ტემპერატურა გაზრდილი.

როგორც წესი ასეთ დროს გვხდება მხოლოდ და მხოლოდ გაწითლება შეშუპებით და შემდგომ შესაძლოა, მოხდეს ფერის შეცვლა. არ ვიცით, ეს გამონაყარი როგორ ვითარდება და საერთოდ, უკავშირდება თუ არა კოვიდინფექციას, რადგან ამ გამონაყარის ფონზე პაციენტებში პისიარ ტესტირება უარყოფითი იყო ხოლმე. ამიტომ არ ვართ დარწმუნებული ეს მართლაც ახლავს კოვიდს თუ  უბრალოდ დამთხვევაა, თუმცა მას ვეძახით „კოვიდის თითებს.“

საბოლოოდ მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ ეს გამონაყარი გვხდება გვიან ფაზებში. ვთქვათ, დაინფიცირებიდან 10-15 დღეში. ის გაჩერდება დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში და მერე ალაგდება.

ეს შესაძლოა იყოს ვირუსის ზემოქმედება კანზე.

სჭირდება თუ არა მას რაიმე მკურნალობა? მარტივად, რომ გითხრათ, ამ გამონაყარს მკურნალობა არ სჭირდება, შეიძლება გამოვიყენოთ ჰიდროკორტიზონის მალამო, თუმცა გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები