LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ის ნიშნებია, რომელიც დროულად უნდა ამოვიცნოთ“ – ბიძინა კულუმბეგოვი ბავშვთა ხშირი ავადობის შესახებ

695

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოცილური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ხშირად მოავადე ბავშვებზე საუბრობს და იმ საჭირო რეკომენდაციებს გვაძლევს, რომელიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ. ვიდეოს კომპანია  „Alpen Pharma Group” ავრცელებს.

„დღეს ჩვენ გვინდა, შევეხოთ ამ თემას გამომდინარე იქიდან, რომ სწორად დავაკვალიანოთ ჩვენი კოლეგები, მშობლები და პაციენტები, როდის არის მნიშვნელოვანი ხშირად ავადობის უკან გამოვარკვიოთ, რა დაავადებები და ნოზოლოგიები შეიძლება იყოს. ეს მნიშვნელოვანია, რათა არ დაგვიანდეს, სწორი დიაგნოზი დროულად იქნას დასმული ან თუ სანერვიულოდ არ გვაქვს საქმე, ყველანი ერთად მშვიდად ვიყოთ.

ხშირად მოავადე ბავშვის შემთხვევაში ძალიან ბევრი მიდგომა არსებობს და ძალიან ბევრი რაოდენობა იმ ინფექციებისა, რომელიც ნორმად მიიჩნევა. თუმცა, მაინც ყველა შეთანხმებულია, რომ წლამდე ასაკის ბავშვი 7-8 ჯერ შეიძლება ავადმყოფობდეს და ეს ნორმაა. 2-დან 3 წლამდე ასაკში შეიძლება, ინფექციების რაოდენობა 10-მდეც კი იყოს, 4-5 წლის ასაკში შეიძლება იყოს 6 ან მეტი ინფექცია. შემდგომ ინფექციების რაოდენობა იკლებს.

როდესაც ვლაპარაკობთ მარტივ რესპირაციულ ინფექციებზე, ეს დაავადებები აუცილებლად უნდა იყოს თვითლიმიტირებადი ანუ თვითმორჩენადი. ეს ინფექციები ძალიან რთული მედიკამენტების დახმარებით არ უნდა რჩებოდეს და იკურნებოდეს. პაციენტი საშუალოდ 8 დღეში არაუგვიანეს 2 კვირისა, სრულიად ჯანმრთელი უნდა უბრუნდებოდეს სოციუმს. თუ ეს ავადობა ამ ფარგლებშია, არაფერი გართულებული და სერიოზული არ არის, მაშინ ამ დაავადებებზე ჩვენ არ ვნერვიულობთ და ოჯახებს ვამშვიდებთ და ვაკვალიანებთ. ანუ არაფერი სერიოზული მათ იმუნურ სისტემაში არ ხდება, მათ არანაირი მნიშვნელოვანი დაავადება არ აქვთ. ეს არის ტრანზიტორული ანუ ასაკთან ერთად წარმავალი იმუნური სისტემის მოუმწიფებლობა, რომელიც თანდათან გამოსწორდება და როდესაც პაციენტი მოზრდილობის ასაკს მიაღწევს, დარჩება ერთი, ან ორი ავადობა, რაც ყველა ადამიანისთვის ნორმაა და ჩვენს კონსტიტუციურ უფლებად ითვლება.

ხშირად მოავადე 50%  ყველა 100  ბავშვიდან არის ჯანმრთელი. დარჩენილი 30-დან ალერგიის ანუ ატოპიის მატარებელია. დარჩენილი 20%–დან, 10% რომელიმე ქრონიკულ დაავადებას უჩივის. და ბოლოს, დარჩენილი 10 %, ეს არის რომელიმე თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნური სისტემის დაავადება. ეს 50% მე გავშალე 3 ძირითად ვარიანტზე: ალერგიაზე, იმუნოდეფიციტზე და ქრონიკულ ავადმყოფობებზე.  აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ალერგიის შეფასება, მისი გამოკვლევა შეუძლია პედიატრსაც, პირველადი რგოლის ექიმს ანუ ოჯახის ექიმს, არაფერს ვამბობ ალერგოლოგსა და ვიწრო სპეციალისტზე. ასევე მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების სწორი მკურნალობა, მართვა , პროფილაქტიკა და ხშირი ავადობების თავიდან აცილება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თანდაყოლილი თუ შეძენილი იმუნოდეფიციტის დროული მკურნალობა და მათი აღმოჩენა.

ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მინდა ვთქვა იმუნოდეფიციტთან მიმართებაში, განსაკუთრებით ჩემი კოლეგებისთვის და ასევე მშობლებისთვის, არსებობს 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა და პედიატრმა უნდა იცოდეს.

თუ თქვენ ამჩნევთ, რომ რომ თქვენს შვილს აქვს 4 ან მეტი შუა ყურის ანთება წლის განმავლობაში, აქვს 2 სინუსის ანუ ცხვირის დანამატი წიაღების ანთება, 2 და მეტი ფილტვის ანთება წლის მანძიზე, ანტიბიოტიკების რამოდენიმეჯერ მონაცვლეობით მიღების შემთხვევები, თუ აქვს დაჩირქებისკენ მიდრეკილი კანი, თუ მათ აქვთ პირის ღრუში თეთრი ფერის გამონაყარი, რომელსაც რძიანა ანუ სოკოვანი დაავადება ქვია, ასევე თუ ოჯახში თანდაყოლილი სეფტიცემია იყო ჩვილობის ნეონატალურ ასაკში, თუ ოჯახში იყო იმუნოდეფიციტის რომელიმე ფორმა, ეს ის ნიშნებია, რომელიც დრულად უნდა ამოვიცნოთ. აქ დროულად უნდა ჩაერთოს სპეციალისტი, ეს იქნება პედიატრი, ალერგოლოდ-იმუნოლოგი, რათა ამ დაავადების უკან სერიოზული გართულებები თავიდან ავიცილოთ. ეს გრძელვადიანი ჯანმრთელობის საწინდარი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები