LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს – ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებზე

4333
ბესო ნინუცა

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს  და ამბობს, რომ  ნინუცა მაყაშვილმა მოიტყუა, როდესაც ინტერვიუში თქვა, რომ თანაცხოვრების განმავლობაში მასზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა.

ბესო ზანგურის თქმით, ძალადობა მისთვის მიუღებელია :

“ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს”. – ამბობს მსახიობი. 

ბესო ზანგური სიცრუეს უწოდებს ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

კითხვაზე კი, რა გახდა განქორწინების მიზეზი, მსახიობი პასუხობს :

„არაფერი. უბრალოდ, აი ასე მოხდა“…

შეგახსენებთ, გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

თამარ მაყაშვილი: „მე მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ასე დაწეროთ – ბესო ზანგური არის ნაძირალა!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები