LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო არაფრისმთქმელი გამოსვლა, ეს არის რეაქცია საფრანგეთში უმაღლეს დონეზე მოსმენილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით: ბოკერია

137
1

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აფასებს.

ბოკერიას თქმით, ეს პრეზიდენტის მორიგი, “უკეთეს შემთხვევაში არაფრისმთქმელი გამოსვლა” იყო:

“ეს იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მორიგი, უკეთეს შემთხვევაში რომ ვთქვათ, არაფრისმთქმელი გამოსვლა, რომელიც უდიდესი ალბათობით არის მისი გაგებით რეაქცია იმაზე, რაც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით.” – თქვა ბოკერიამ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, ვრცლად: 

თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ სამოქალაქო სივრცეში მისი გადაყვანაც უფრო რთულად განსახორციელებელია: პრეზიდენტი

ზურაბიშვილი: ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია

იმ კადრების გავრცელება, რომლებიც სააკაშვილის ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია: ზურაბიშვილი

ასევე, გამოხმაურება პრეზიდენტის განცხადებებზე:

ალასანია – პრეზიდენტის გამოსვლა თითქოს იმედისმომცემი იყო, მოლოდინი მაქვს, რომ ვითარება ძალიან სწრაფად შეიცვლება