LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო ბატონი ბიძინას იდეა და არა დაპირება – წულუკიანი პროპორციულზე

261
cms-image-000016633

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო ბიძინა ივანიშვილის იდეა და არა დაპირება. ამის შესახებ მან დღეს, 21 ნოემბერს გადაცემა დღის ქრონიკის ეთერში თქვა.

„მაჟორიტარული სისტემა ხალხს სჭირდება… მეორე ძალა ალბათ ბოქლომების მაღაზიას გახსნის” – თეა წულუკიანი

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარეს დეპუტატები მაშინვე დაუპირისპირდენენ, როგორც კი მან ეს იდეა გააჟღერა.

“ეს იდეა წამოვიდა ბიძინა ივანიშვილისგან და მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ივანიშვილზე არიან განაწყენებულნი, რადგან ეს იდეა ვერ გავიდა. ახლა მიდის სპეკულაციები, რომ ივანიშვილი დგას, თორემ ოქრიაშვილი როგორ გაბედავდა… მე ვარ მომსწრე იმ თათბირზე სხვა დეპუტატებთან ერთად როგორ ღიად დაუპირისპირდნენ. ბატონი ბიძინას დაპირება ეს კი არ იყო, ეს იყო იდეა. მან შესთავაზა რომ პარტია აქეთკენ წავა… პარტიაში ვიღაცეებმა ეს არ გაიზიარეს. მე ჩემს თავს მათში არ ვთლი, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ. თუმცა დეპუტატად რომ დავრჩენილიყავი რა თქმა უნდა, მათ ჯგუფში ვიქნებოდი,”-ამბობს წულუკიანი.

ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას: “იმედგაცრუებული“ ბიძინა ივანიშვილი და გულწრფელი წუხილი

"ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში" - ბიძინა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით თავის დროზე ყველა დაეთანხმა, ვინც მთავრობასა და უმრავლესობაში იყო, თუმცა დღეს მათ, როგორც ჩანს აზრი შეიცვალეს და ივანიშვილს “დაუპირისპირდნენ”.

არასაკმარისი 101 ხმა – კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება