LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო დავალება, პირველი ოჯახია სათავეში, რომ კვალი წაიშალოს – ნათელაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

154
a

„ჩვენ არ გვჭირდება ამდენი სპორტსმენი. მილიარდ-ნახევარია ინდოეთი, ხანდახან ბოლო ადგილზე გადის  ოლიმპიადაზე, მაგრამ მარსზე გაგზავნეს თანამგზავრი და ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, უდიდესი სამყაროა დედამიწაზე, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კომენტირებისას „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, სპორტსმენმა უნდა ასახელოს ქვეყანა და დაიცვას სუსტი.

„ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სპორტსმენი, რომელსაც ეყვარება მოყვასი, დაიცავს სუსტს, ასახელებს ქვეყანას და არა მოპოვებული ჩემპიონატის ჯილდოს გამო მოგვიკლავს ბავშვებს, იძალადებს, საარჩევნო პროცესებში ჩაერევა, საარჩევნო ყუთს თავზე დაგვამხობს, პოლიტიკოსების ცემაზე გადავა, ერთმანეთის დატერორებაზე გადავა.

დაგვანეთებთ, ძმაო, თავი. მე მირჩევნია, ჩემპიონობას, შენ იყო ყანის მთოხვნელი, ხელებდაკოჟრილი, მოვალ და ხელებს დაგიკოცნი. არ მჭირდება, გულზე გეკიდოს მედალი და ხელებზე სისხლი გეცხოს ჩვენი შვილების“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, ნათელაშვილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი იყო საქმის გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წასულიყო.

“რა თქმა უნდა, პირველი ოჯახია სათავეში, რომ კვალი წაიშალოს, ეს იყო დვაალება მათი მხირდან მიცემული რომ დამნაშავეები არ ყოფილიყვნენ მხილებულნი”- ამბობს ნათელაშვილი.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/306389897141193/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები