LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო ენით აუწერელი სისასტიკე, არასოდეს უთქვამს -,, დედა შევეშვათ ამ ბრძოლას…“ – ბესელია იუბილარ შვილზე წერს

238
BeFunky-collage (7)

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბე­სე­ლია შვილს დაბადების დღეს ვრცელი სტატუსით სოციალურ ქსელში ულოცავს.

როგორც ბესელია წერს, პირად ცხოვრებაზე და შვილებზე იშვითად საუბრობს, თუმცა ახლა სურს, იუბილე რატი მილორავას საჯაროდ მიულოცოს.

“იშვიათად ვწერ პირად ემოციებზე საჯაროდ, როგორც წესი საკუთარ სივრცეში ვაქცევ და ვუფრთხილდები.
რატისაც არ უყვარს საჯაროობა , მაგრამ ახლა ძალიან მომინდა ასე მივულოცო მისი დღე.

ლამის ერთად გავიზარდეთ… უნივერსიტეტი, სამსახური , რთული წლები ერთად გავიარეთ…
იმის გამო ,რომ სხვების შვილებს საჯაროდ ვიცავდი და ძალადობას ვუპირისპირდებოდი -წინა ხელისუფლების დროს ჩემი გაჩერება და დასჯა რამდენჯერმე სცადეს ჩემი შვილის მიმართ საფრთხის შექმნით.
არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი და 16 წლის სკოლის მოსწავლით გამოგვცადეს მთელი ოჯახი … ეს იყო ენით აუწერელი სისასტიკე …
არასოდეს დამიხევია უკან არც მე და არც ჩემს ოჯახს!
არასოდეს უთქვამს – ,, დედა შევეშვათ ამ ბრძოლას…”
მისი დაცვით ვცდილობდი სხვა დედების გამხნევებას და ამ ბრძოლაში შიშის და კომპრომისების დამარცხებით ვამარცხებდით უსამართლობას…
ბევრი რამ გადავიტანეთ, ბევრი რამ დააბრალეს რატის, ბევრი რამის გავლა მოუხდა , მაგრამ როგორც მისმა ნანა მასწავლებელმა ( ნანა ჩაჩუამ) დაწერა ,, რატი იქ დგას საიდანაც კაცები მოდიან…”
განსაცდელებმა გაზარდეს მეტად და გააძლიერეს… რთული და შეუძლებელია ამის დაწერა…
უნდა მიუტევო – ეს ქრისტიანულია, თუმცა რთულია დაივიწყო ის რაც ყველაზე ძვირფასს და სათუთს ასე ეხება …

მე კი ამ გასაოცარი ტკივილით და დედის გამოუთქმელი სიყვარულით გავაცნობიერე რომ სხვისი შვილების სიცოცხლის დაცვით იცავ იმ ღირებულებას, რომლითაც შენმა შვილმაც უნდა იცხოვროს !
მინდოდა და ვერ ვიპოვე გია ჯაჯანიძის სიურპრიზად ჩაწერილი ინტერვიუ რატისთან 2017 წელს ,რომელიც უთბილესი იყო და მხოლოდ იმიტომ დაარღვია რატიმ საჯაროობის დუმილი ,რომ ჩემთვის სიხარული მოეტანა…

გილოცავ დე შენს დღეს ! დედის სიყვარული ვერავინ ვერ გაზომა ჯერ!

ის ლოცვასავით აღწევს ყველგან და მეტია ყველასა და ყველაფერზე”- წერს ბესელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები