LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა უდიდესი სირთულეებისა” – ევროკავშირის ელჩი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე

80
harceli-1W

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს.

ის ასევე აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად.

„ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მწუხარება გამოთქვა. ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს. ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად,“- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები