LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს” – მეუფე ნიკოლოზი საპატრიარქოში სექსუალური შევიწროების ფაქტზე

268
მეუფე ნიკოლოზი

საპატრიარქოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე აუდიოჩანაწერის გასაჯაროების ფაქტის შეფასებისას ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს.

თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. თუ ეკლესია და პატრიარქი ამაში არიან დამნაშავე, მაშინ მეტი აღარაფერი არსებობს. თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია, რა დროს პანდემიაა, ჯერ ეს საკითხი უნდა განხილულიყო. ვინც ამ საკითხებს აყენებენ ადრე არ მოსვლიათ თავში აზრად, რომ ეს საკითხი დაეყენებინათ. დამთავრდა პანდემია და ახლა გაახსენდათ. აი პასუხიც აქ არის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ აუდიოჩანაწერის თემის წამოწევით ეკლესიის დისკრედიტაცია ხდება.

„მე მაქვს შეკითხვა, რატომ არ გავრცელდა ეს ჩანაწერი ერთი კვირის წინ, ორი კვირის წინ, სამი კვირის წინ აღდგომა რომ იყო. ან ერთი თვის წინ? რატომ არ მეკითხებოდით ჟურნალისტები? იმიტომ, რომ არ იყო აქტუალური. უფრო სხვა საკითხები იყო აქტუალური. დღეს, ეს ვითომდა გახდა აქტუალური. მოსალოცად გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ პანდემიამ უკან დაიხია. ავადმყოფობამ და ახლა გამოჩნდა სხვა თემები, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, საპატრიარქოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე აუდიოჩანაწერი მამა ანდრია სარიამ გაასაჯაროვა. მისი თქმით, ეს საკითხი წმინდა სინოდის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები