LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს სასახლე და პრეზიდენტი არის მათი” – პრეზიდენტის სასახლე დამთვალიერებლებისთვის იხსნება

910
52703763-2334825760137728-2753494252041273344-o

ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლე დღეიდან დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფრენეციაზე იმყოფება.

„დღეიდან უკვე იხსენება პრეზიდენტის სასახლე. როგორც დასათვალიერებელად სასახლე საზოგადოებისთვის ღიაა და პირველ რიგში, დიასპორისთვისაა ღიაა, რომ იგრძნონ, რომ ეს სასახლე და პრეზიდენტი არის მათი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის პროცესში 1 199 558 ლარი დაიხარჯა. ავეჯის, ძვირადღირებული ნივთების შესაძენად და შენობის რესტავრაციისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყენეს.

რა თანხები დახარჯა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შენობის კეთილმოწყობისთვის?

 

 

პოპულალურები