LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ტექსტი ნებისმიერს შეუძლია დაწეროს, ჩვენ ამ ყველაფერს ვხვდებით მშვიდად, ვინაიდან ვიცით, ვინ არის ნიკა გვარამია“- თალაკვაძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

70
არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ წევრი არჩილ თალაკვაძე გუშინ, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სუს-ი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს ამზადებდა, უარყოფს და ამბობს, რომ სინამდვილეში ეს ჩანაწერები არ არის, ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაწეროს.

„მ. ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს, ამის დაწერა ნებისმიერ ადამიანს  შეუძლია  ფურცელზე. მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების, თუნდაც ჩემი ოჯახის მიმართ ვნახეთ აბსოლუტური ყალბი დეზინფორმაციები და „ფეიკ ნიუსები,“ არ უნდა გაგვიკვირდეს არც ეს, რა თქმა უნდა. ჩვენ ამ ყველაფერს ვხვდებით მშვიდად, ვინაიდან ვიცით, ვინ არის ნიკა გვარამია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები