LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ყველაფერი “კლოუნადას” ჰგავს – მეგრელიშვილის განცხადებით სააკაშვილი “ქართული ოცნების” შეცდომის გადაფარვას ცდილობს

53
ვახტანგ მეგრელიშვილი

“გირჩის” დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმიანება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ეს განცხადება “ქართული ოცნების” შეცდომის გადაფარვის საშუალებაა და აქვე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი წლების განმავლობაში უკვე “კლოუნადას” ჰგავს.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ორივე პოლიტიკური ძალის სიცოცხლის წყარო არის მეორე მხარე და რომ არა ეს განცხადებები, “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ თემაც არ ექნებოდა:

“ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის “ქართული ოცნების” შეცდომის გადაფარვის საშუალება, რომ “ქართული ოცნება” ისე კი არ განვიხილოთ, რომ მან მთლიანი ოპოზიციური სპექტრი „გადააგდო“, საკუთარ სიტყვას პატივს არ სცემს ან ა.შ. არამედ განვიხილოთ ისე, რომ ის გვაცილებს გრანდიოზულ საფრთხეს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის აღკვეთის სახით. ეს ყველაფერი უკვე „კლოუნადას“ ჰგავს წლების განმავლობაში.

მე, როგორც ერთ ადამიანს, ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, რომ ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მინდა ამ ქვეყანაში მიმდინარეობდეს. სინამდვილეში ორივე პოლიტიკური ძალის სიცოცხლის წყარო არის მეორე მხარე. რომ არა ეს განცხადებები, “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ თემაც არ ექნებოდა.” – ამბობს მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თავის ვალდბეულებას, რომელიც აიღო თავისი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შეასრულებს.

პოპულალურები