LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს“ – ზელენსკი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

63
ვოლოდიმირ ზელენსკი

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„მივიჩნევ, რომ შესაძლებელია. ჩემი აზრით, 2014 წელს რუსეთმა ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადადგა. მადლობა ღმერთს, უკრაინელების დამსახურებით ისინი შევაჩერეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაცია ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უკრაინის სურვილზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, 2014 წელს უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი დეკლარირებული არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთმა ომი მაინც დაიწყო.

„ვფიქრობ, ეს იქნება რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა და ამის შემდეგ არასდროს იარსებებს რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის მეზობლობა.

რატომ ბელარუსი? რადგან ვხვდებით, რომ მათ ტერიტორიებზე რუსეთი იმყოფება. ვფიქრობ, მსოფლიო უკვე შეიცვალა, ამიტომ ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს. თუმცა სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არსებობს“, –  განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები