LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ზაფხული იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო, ვიდრე 2020 წელს გვქონდა: ივანე ჩხაიძე

120
ivanee

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით,  აქტიური შემთხვევების, ლეტალობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მესამე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა.

მისი თქმით, მოლოოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრები კიდევ უფრო შემცირდება.

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მარტივი წესების დაცვას, რასაც ნიღბის ტარება, დისტანცია და ხელების ჰიგიენა ჰქვია და ჩვენ ვაქცინირებულთა იმ ციფრს, რაც დღეს გვაქვს (6 ათასი) შევინარჩუნებთ, ვფიქრობთ, რომ ეს ზაფხული იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო, ვიდრე 2020 წელს გვქონდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბარში.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი 1000-ზე ნაკლებია.

გამოვლინდა 779 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 959 და გარდაიცვალა 23 ადამიანი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები