LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესაა საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი – პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ აკრიტიკებს

52
შალვა პაპუაშვილი

როგორც იქცევიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის არა პროცესის ბოიკოტი, არამედ, პროცესის საბოტაჟი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბოიკოტი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ან ორგანიზაცია არ ერთვება პროცესში, ხოლო საბოტაჟი გულისხმობს იმას, რომ თავისი ჩაურთველობით აზიანებს პროცესს.

„ამ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით ევროპული საბჭო გულისხმობს, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი, შეძლებისდაგვარად ფართო ჩართულობით.

ის, რომ არ ერთვებიან, აზიანებენ ამ პროცესის ინკლუზიურობას. სწორედ ეს არის მათი გათვლა, რომ დააზიანონ პროცესის ინკლუზიურობა, რომ არ მიიღოს საქართველომ პოზიტიური პასუხი.

ესაა საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.