LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ესეც თქვენი “ხუმარა” შალიკო! ასეთი ჩამორჩენილი, სექსისტურად მოაზროვნე პოლიტიკოსების დრო წავიდა!” – ბაია პატარაია

469
pjimage (1)

ქალთა უფლებადამცველი და კავშირი “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გუშინდელ პოსტს გამოეხმაურა. პოლიტიკოსი პოსტში ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს, რომლის მიხედვით პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება დასჯადი ხდება.

როგორც ბაია პატარაია წერს, შალვა ნათელაშვილი სექსისტურად მოაზროვნე, ჩამორჩენილი პოლიტიკოსია. უფლებადამცველი ასევე ხაზს უსვამს, რომ გაუპატიურება ერთ-ერთი ყველაზე დაუსჯელი დანაშაულია და პოლიტიკური ლიდერების ამ თემაზე “ღლიცინი” ამ უსამართლო დამოკიდებულების შენარჩუნებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.

“ესეც თქვენი “ხუმარა” შალიკო!
ეხლა კარაგდ მომისმინეთ კაცო პოლიტიკოსები, არ გაბედოთ და ქორწინებაში გაუპატიურებაზე ღლიცინი არ ატეხოთ. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ კაცი, რომელიც ხელს ურტყამს ცოლს, არ ჩერდება საძინებლის ზღურბლზე და თუ სხვა ოთახში თავ-პირს ამტვრევდა ქალს, საძინებელში ნამდვილად აუპატიურებს. საქართველოში გაუპატიურება არის ყველაზე დაუსჯელი დანაშაული. უამრავ საქმეს ვაწარმოებთ “საფარში” და თუ კაცს ქალის ცემაზე აპატიმრებენ, გაუპატიურებაზე თვეობით ელოდება საგამოძიებო სტრუქტურა ექსპერტიზების დასკვნებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქალი ბოლო ხმაზე კიოდა, ითხოვდა შველას, და მოწმეებმა გადაარჩინეს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არათუ ცოლ-ქმარს შორის მომხდარი გაუპატიურება, არამედ თითქმის უცნობი ადამიანის მხრიდან მომხდარი გაუპატიურების დასჯაც კი ეზარება მართლმსაჯულებას.
კარგად დაიმახსოვრეთ, რომ გაუპატიურების მუხლი მაინც შეიცვლება და გახდება სტამბოლის კონვენციის შესაბამისი, რაც ნიშნავს, რომ თანხმობის გარეშე ყველა სქესობრივი აქტი ჩაითვლება დანაშაულად, ხოლო ქალს აღარ მოეთხოვება, რომ დასისხლიანებულ-ნაცემი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე იმისთვის, რომ ვინმემ დაუჯეროს, რომ გაუპატიურებას მართლა ჰქონდა ადგილი.
შალიკოსნაირ უვიცებს კი გადაეცით, რომ სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით არც ერთ საქმეში არ დგება და არც გაუპატიურებაა გამონაკლისი; ბრალდებამ აქაც ისე უნდა ამტკიცოს დანაშაული, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.
ასეთი ჩამორჩენილი, სექსისტურად მოაზროვნე (და ომბუდსმენზე თავდამსხმელი) პოლიტიკოსების დრო კი წავიდა!
პ.ს. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ქართულ პარტიებს ის ღუპავთ, რომ არასდროს ახალგაზრდებს არ აძლევენ სარბიელს, სადღაც ქუსლქვეშ ამოდებული ჰყავთ ახალგაზრდა ლიდერები და ერთი და იგივე ძველ სახეებს ვუყურებთ ათწლეულობით ყავლგასული და დაძველებული ლიდერებისა, რომლებიც მართლა ჩამორჩებიან თანამედროვეობას და მართლა აღარ ესმით რა და როგორ. უკლებლივ ყველა პარტიაზე ვამბობ ამას ლეიბორისტების თამადობით.
პ.პ.ს. ელენე ხოშტარია არ ითვლება, პარტიას არ შეუწყვია მისთვის ხელი, აბსოლუტურად მარტო ბრძოლით მოიპოვა ის, რაც აქვს და ამისათვის კარგა გვარიანი დისტანცირება მოუწია საკუთარი პარტიისაგან, მაგრამ ეს არაა ნორმალური. ასეთი ბრძოლა არ უნდა სჭირდებოდეთ ახალგაზრდა ლიდერებს საკუთარ პარტიაში წონის და პატივისცემის მოსაპოვებლად”, – წერს ბაია პატარაია.

 

https://www.facebook.com/baiabaia/posts/10163901170625133

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები