LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის სანაპიროსთან მაშველებმა 500-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

96

ესპანეთის სანაპიროსთან ესპანეთის სამაშველო სამსახურმა ხუთასზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ნავებით აფრიკიდან ესპანეთში ჩაღწევას ცდილობდნენ. სამაშველო სამსახურის მონაცემებით, საერთო ჯამში 12 ნავი აღმოაჩინეს, რომლებზეც მიგრანტები მაროკოდან ესპანეთში მიემგზავრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ესპანეთში საიმიგრაციო ნაკადი მკვეთრად გაიზარდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ესპანეთში 2170 მიგრანტი შევიდა, ხოლო ივლისში – 7855. წლის დასაწყისიდან ესპანეთში 25 ათასზე მეტი მიგრანტი აღმოჩნდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში ზღვიდან ევროპაში 61,5 ათასი ადამიანი შევიდა, 1,5 ათასი კი ზღვაში გადაადგილებისას დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები