LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში 4 ქართველი მეზღვაური დააკავეს, გემს 3 000 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა

231
abda8581c02f9a9666270854305e0dcd

ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში, სამართალდამცველებმა 4 ქართველი მეზღვაური დააკავეს. პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ NEHIR-ს, 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს დახმარებისთვის 4-მა ქართველმა მეზღვაურმა მიმართა.

მედიის ცნობით, მეზღვაურებმა გემი ჩაძირეს და გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერებები მტკიცებულების სახით წყლიდან ამოიღეს და 9 მეზღვაური დააკავეს. მათგან 4 საქართველოს მოქალაქეა.

“საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 2021 წლის 22 თებერვალს შემოვიდა ინფორმაცია, რომ 4 ქართველი მეზღვაური ითხოვდა დახმარებას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათ შორის დაუკავშირდა დროშის სახელმწიფოსა და გემთმფლობელი კომპანიის ქვეყნის საზღვაო ხელისუფლების წარმომადგენლებს. იმავდროულად დაიწყო გემის ძებნა საერთაშორისო სატელიტური და სხვა წყაროებით, თუმცა იმ მომენტისთვის გემის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა. ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსგან მიღებული დადასტურებული ინფორმაციით, გემი ჩაიძირა ესპანეთის სანაპიროსთან და გემის ეკიპაჟი, მათ შორის საქართველოს ოთხი მოქალაქე დაკავებულნი არიან ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს ოთხივე მოქალაქეს მიეჩინათ სახაზინო ადვოკატები და მათი უფლებები არის დაცული.აზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უშუალო კონტაქტზეა ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან და უწევს მათ დახმარებას თავისი შესაძლებლობისა და უფლებამოსილების ფარგლებში,” – განუცხადეს “ფორტუნას” საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

პოპულალურები