LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში მოწევა აიკრძალა, მიზეზი Covid-19–ის გავრცელების რისკია

158
117764160-1806008086220561-6032545848110657311-n

ესპანეთში, გალისიას რეგიონში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალა, მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა.

გალისიამ მოწევა აკრძალა ქუჩებში, რესტორნებში, ბარებში და ყველა იმ ადგილას სადაც სოციალური დისტანციის დაცვა რთულია. ანუ მოწევა დასაშვები მხოლოდ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით იქნება.ესპანეთის ჩრდილო–დასავლეთში მდებარე რეგიონი გახდა პირველი, ვინც ასეთი ნორმა შემოიღო და სხვა რეგიონები მისი მაგალითის გამეორებას გეგმავენ. ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმიტომ მიიღო, რომ ესპანეთი ინფიცირებულთა რაოდენობით დასავლეთ ევროპაში ლიდერია და დაავადებულთა რაოდენობა 330 000–ს აჭარბებს. მოწევის აკრძალვის რეკომენდაცია მთავრობას ექსპერტებმა მისცეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს კვლევამ აჩვენა, მოწევასა და კორონავირუსის გავრცელებას შორის პირდაპირი კავშირია. მწეველები ვირუსს ბოლის გამოშვების დროს ავრცელებენ.გარდა ამისა, ისინი საკუთარ ჯანმრთელობასაც რისკ ქვეშ აყენებენ. დაინფიცირების რისკი იზრდება მაშინ როცა მწეველი სიგარეტს ეხება და შემდეგ მას პირში იდებს, ეხება პირბადეს, როცა მას მოწევის გამო იხსნის და შემდეგ ისევ იკეთებს.

თამბაქოს ნეგატიური შედეგები კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. საქმე ისაა, რომ სიგარეტის მომხმარებლებს რესპირატორული დაავადებების გადატანა ძალიან უჭირთ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო მოწევა აიკრძალა ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში თამბაქოს გაყიდვაც კი აკრძალეს. ბრიტანეთში პანდემიის გამოცხადების შემდეგ მოწევაზე უარი მილიონზე მეტმა ადამიანმა თქვა.

სიგარეტი აიკრძალა საფრანგეთშიც. მარსელის პლაჟებზე მოწევა 15 აგვისტოდან შეიზღუდება. გარდა კორონავირუსის საფრთხეებისა, ფრანგებმა კანონი ანომალიური სიცხეების გამოც მიიღეს. სხვა ფრანგულმა ქალაქებმა მაგალითად – ნიცამ და პარიზმა საქალაქო პლაჟებზე მოწევა რამდენიმე თვის წინ აკრძალეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები