LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური ინვესტიცია საქართველოში – ვინ არის ”კერამიკა ელ ტორრენტე”

AGURI-e1543304699373

„კერამიკა ელ ტორრენტე“ ”საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით კასპის რაიონის სოფელ მეტეხში აგურის ქარხანას ააშენებს. დღეს მხარეებმა მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

უკვე ცნობილია, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კერამიკული პროდუქციის საწარმო 2019 წლის შემოდგომაზე ამოქმედდება და ყოველწლიურად 120, 000 ტონა აგურს გამოუშვებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ.  დოლარზე მეტია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ესპანური კომპანია ,,Ceramika El TORRENTE” საუკუნეზე მეტია აწარმოებს ევროპული სტანდარტის კერამიკულ აგურს.

პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები