LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური მედია: ბინის ძარცვის მცდელობისას 3 ქართველი დააკავეს

166
ზარაგოსა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ქალაქ სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო, ქართველთა დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს.

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსას ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, მათთვის ცნობილია სამივე დაკავებული ქართველის ვინაობა. დაკავებულები არიან: 29, 32 და 35 წლის მამაკაცები. მათ ჩხრეკის შედეგად, კარის საკეტების გასაღებად საჭირო ხელსაწყოები და მანქანების გასაღებები აღმოაჩნდათ.

„ძარცვის სქემა ძალიან მარტივია: ისინი პატარა ძაფებს წებოთი კარის ძირსა და ჩარჩოს შორის ამაგრებენ. ეს ძაფი მოთავსებულია ისე, რომ კარის გაღების შემთხვევაში წყდება. ისინი ბრუნდებიან მეორე დღეს და ამოწმებენ. თუ ძაფი ხელუხლებელია, ნიშნავს, რომ სახლში არავინაა. ამის შემდეგ ისინი იყენებენ ხელსაწყოს, საკეტის გასაღებად.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ესპანური მედიის ცნობით, ეს არის მეთოდი, რომელსაც ქართული წარმოშობის ე.წ. ბანდები, სახლების მოსანიშნად ყველაზე ხშირად იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები