LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთი დღეიდან შენგენის ვიზების მქონე რუსებს ქვეყანაში არ შეუშვებს

237
ესტონეთი ვიზები

ესტონეთმა დღეიდან რუსეთის იმ მოქალაქეების მიღება შეწყვიტა, რომლებზედაც ქვეყანამ შენგენის ვიზები გასცა. მედიის ინფორმაციით, ამჟამად ასეთი ვიზები რუსეთის დაახლოებით 25 000 მოქალაქეს აქვს.

„შეზღუდვები ვრცელდება ტურისტულ მოგზაურობებზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე ვიზიტებზე და შენგენის ზონაში გასართობი მიზნით მოგზაურობებზე – ჩვენ აღარ მივიღებთ ასეთ ადამიანებს და არ შემოვუშვებთ ესტონეთში“, – განაცხადა პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ეგერტ ბელიკოვმა.

გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც ტურისტული ვიზებით მიდიან ნათესავებთან: მშობლებთან, შვილებთან და მეუღლეებთან.

გამონაკლისი იქნება დაშვებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ესტონეთში ყოფნის ვადა ერთი წლით გაახანგრძლივონ.

გარდა ამისა, გამონაკლისი დაშვებულია ჰუმანიტარული მიზნებით გაცემული ვიზების მფლობელებისთვის.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსულ საზოგადოებას ასევე ეკისრება პასიური მორალური პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეზე, რაც უკრაინულ მიწაზე ხდება. სამართლებრივი პასუხისმგებლობა პუტინზე, მასთან დაახლოებულ წრეზე და ამ გენოციდის შემსრულებლებზეა.

თუმცა, რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება ამ სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები