LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ – თურნავა

62
a576ed5f9da38b777b1aca98690ff7e7-XL

ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა,  გასულ წელს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან გამკლავება ბიზნესების საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვით ხერხდებოდა, ახლა კი ეპიდვითარებას ჩაკეტვების გარეშე მართავენ.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხს, თურნავას თქმით, ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

„ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას. შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ვარეგულირებდით ამას ბიზნესების საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვით. წელს ჩვენ იგივე ამოცანას, ანუ ეპიდსიტუაციის მართვას, ვაკეთებთ ჩაკეტვების გარეშე.

ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ. უქმეების გამოცხადებამ და საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვამ მობილობის შემცირების კუთხით იმუშავა. ამ ეტაპზე რაიმე დიდ შეზღუდვებს ბიზნესში არ ვაწესებთ და ვცდილობთ, რომ ამის გარეშე გავიდეთ“. – განაცხადა ნათია თურნავამ.

მაისის შუა რიცხვებში ვირუსის პიკური მაჩვენებელი იქნება: გაბუნია

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 171 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 074 პაციენტი.

კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დადებითობის მაჩვენებელი 7.85%-ია – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები