LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს: ნინო ლომჯარია

103
FORTUNA.GE-

სახალხო დამცველი ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მასთან დაკავშირებით აპარატს შენიშვნები არ აქვს. მისივე თქმით, დააკვირდებიან ვაქცინაციის პროცესს და საზოგადოებას მიაწვდიან ობიექტურ ინფორმაციას ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ.

ნინო ლომჯარიამ ვაქცინების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, უსაფრთხოებასა და პრიორიტეტულობაზე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

გიორგი გახარია დღეს კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა, სახალხო დამცველი უშუალოდ იყო ჩართული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში:

“ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ორგანიზაციების მიერ აღიარებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს და გათვალისწინებული იყო თუ არა ის პრინციპები, რაც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული უნდა იყოს ვაქცინაციის დაწყების დროს.

ეს ეხება თანაბარ ხელმისაწვდომობას, პრიორიტეტულობას, უსაფრთხოებას, მოსახლეობის ინფორმირებულობას და ა.შ. ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესსაც, რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს.” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რომ ვაქცინა მალე შემოვიდეს: პრემიერმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა სპეციალური კომისიის წევრებთან განიხილა

პოპულალურები