LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთიკის საბჭოში შევიტან საჩივარს, არ გამოვრიცხვ სამართლებრივი ზომებიც გამოვიყენო: თინა ბოკუჩავა

281
BeFunky-collage

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს რომ ის შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ წინააღმდეგ ეთიკის საბჭოში საჩივრის შეტანას აპირებს.

საქმე ეხება 18 ივლისს საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილიდან.

“კარგად დავინახეთ “ქართული ოცნების” წევრები როგორ მიათრევდნენ თინას – ენმ პაპუაშვილისა და მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

„ეთიკის საბჭოში შევიტან საჩივარს, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ დიდად იმედიანად არ ვარ განწყობილი, რომ ჯეროვნად მოახდენს ეთიკის საბჭო რეაგირებას, რადგან მასში მყოფმა რამდენიმე წევრმა უკვე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება და პრაქტიკულად ჩემზე გადმოიტანეს ისრები. პასუხისმგებლობას სრულიად ირიდებენ, იმ ძალადობრივ მოქმედებებზე, რომელიც განახორციელეს ლევან მგალობლიშვილმა და შალვა პაპუაშვილმა, რომლებმაც ქვეყნისთვის სამარცხვინოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ იძალადა ქალზე პლენარულ სხდომათა დარბაზში. თუმცა მაინც ვაპირებ ფორმალობისთვის აღნიშნული ინსტრუმენტები გამოვიყენო”,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა “ნაციონალური მოძრაობის წევრი” ამ ფაქტზე სამართლებრივ დავასაც არ გამორიცხავს.

“ასევე არ გამოვრიცხავ, სხვა სამართლებრივი ზომებიც გამოვიყენო ამ ორი დეპუტატის წინააღმდეგ. შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტებთან და ქალთა უფლებების დამცველებთან კინსულტაციებს გავივლი, რათა გადავწყვიტო, რა იქნება ყველაზე მართებული ფორმა შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინასგან… როდესაც აგრესია მოდის, იქ მნიშვნელობა აღარ აქვს სქესს… ეს აგრესიის აღკვეთა იყო: შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები