LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეტყობა, რომ ზუგდიდელის დაწერილია, სამინისტრო უფრო აკადემიურად შეთხზავდა – მაღრაძე ია კერზაიას საქმის ანონიმურ წერილზე

86a36404deedfd953558c66912c2cf2d_XL

“ამ წერილს ეტყობა, რომ ეს არის ზუგდიდელის დაწერილი… ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელიც დაახლოებით ასეთ რაღაცას [ამბობდა], აი, მეფე დავითი, საქართველო და სხვა… სამინისტრო თუ შეთხზავდა წერილს, შეთხზავდა უფრო აკადემიურად” – ამის შესახებ  ქართული ოცნების დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მე ამდენ ხანს არ მქონდა ეს განცხადება [ია კერძაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული ანონიმური წერილი] ნანახი და ახლა წავიკითხე, დამერწმუნეთ, რომ ასეთი ადამიანები, კონკრეტული ადამიანები არსებობენ ნამდვილად, ამ წერილს ეტყობა, რომ ეს არის ზუგდიდელის დაწერილი… ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელიც დაახლოებით ასეთ რაღაცას [ამბობდა], აი, მეფე დავითი, საქართველო და სხვა… სამინისტრო თუ შეთხზავდა წერილს, შეთხზავდა უფრო აკადემიურად, უფრო ისე, რომ მართლა ყოფილიყო. ეს არის კონკრეტული ადამიანი, ლავრენტია, ბიკენტია, თუ ვინ არის, მაგ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ვიღაც ადამიანის დაწერილი, რომელსაც… არიან ადამიანები, ვისაც ბოღმაც ახრჩობს, ქალბატონი იას მიმართ არის და უნდა, რომ… მაგრამ ამისი გამოძიების აუცილებლობა ნამდვილად არ არის, სხვა ამბავია, როგორ უნდა მოეხდინა რეაგირება სამინისტროს – იმ დღესვე გაეშვა ჯგუფი, მეორე დღეს გაეშვა თუ სხვა, მაგრამ დაბრალება იმის, რომ ეს არის სამინისტროში შეთხზული წერილი, ესეც ახალი ცილისწამებაა, რომელმაც საზოგადოებრივი განწყობები უნდა გამოიწვიოს”- განაცხადა გუგული მაღრაძემ

საუბარია ანონიმურ წერილზე, რომლის საფუძველზეც, სამინისტროს მტკიცებით, აუდიტის სამსახური ზუგდიდის მე-6 სკოლაში შევიდა. განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მან არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი ლავრენტი ქირია. ბატიაშვილი ამბობს, რომ მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა. მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ჰკითხა, თუ შეეცადა დაედგინა, მართლა არსებობდა თუ არა ლავრენტი ქირია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები