LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“Eurowings-თან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ” – ქუთაისიდან ფრენები, შესაძლოა კიდევ ერთმა ბიუჯეტურმა კომპანიამ დაიწყოს

120
eurowings

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქუთაისიდან ფრენების დაწყებაზე ბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან Eurowings-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“გერმანია ისტორიულად ჩვენი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონისთვის გერმანიის 9 ქალაქის მიმართულებით გვექნება პირდაპირი რეგულარული ფრენა, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მოხარულები ვიქნებით, თუ უახლოეს მომავალში Eurowings ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაიწყებს, რაზეც აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წელს შემოვიდა. ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს.

“საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ” – ირაკლი ქარქაშაძე

Uzbekitstan Airways ქუთაისიდან ფრენების დაწყებას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები