LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევექსის” კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

419
BeFunky-collage (81)

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ერთ-ერთი “ევექსის” კლინიკის თანამშრომელია. ამ დროისათვის მიმდინარეობს კლინიკის სამედიცინო პერსონალის კვლევა და ინფიცირებულთან კონტაქტების დადგენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციამ დაადასტურა. განმარტავენ, რომ გამოვლენილია დაავადებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინე სივრცეში.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 გამოჯანმრთელდა

“ჩვენს თანამშრომელს გამოუვლინდა COVID-19. დაავადებათა კონტროლის თანამშრომლების მიერ იდენტიფიცირებულია კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი გადაყვანილი არიან საკარანტინო სივრცეში. კვლევის შედეგად, მათ არ უვლინდებათ დაავადება, თუმცა ორი კვირის განმავლობაში ისინი გააგრძელებენ საკარანტინე სივრცეში ყოფნას. პაციენტების ჯგუფიც იდენტიფიცირებულია, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ამაზეც ველოდებით პასუხს”, – აცხადებენ კლინიკაში.

„კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია“ – მარინა ეზუგბაია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები