LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი 110 მილიონ ლარს საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად გადმორიცხავს

5ab4b1313d5c8

ევროკავშირი 110 მილიონ ლარს საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად გადმორიცხავს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ევროკავშირის მიერ თანხების გადმორიცხვა ადასტურებს 2017 და 2018 წლებში მთავრობის წინსვლას შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, პოლიტიკა განათლებისა და შრომის ბაზრის მიმართებაში.

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა მთავრობასთან სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების ფარგლებში, საშუალებას აძლევს მთავრობას მიაღწიოს იმ შედეგებს, რაც მათი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

„ჩვენი წლიური შეფასებები აჩვენებს ამ პროგრამების მიერ მიღწეულ არსებით ზეგავლენას, მაგალითად, გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, სურსათისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობა და ბიზნესის განვითარებისთვის გაზრდილი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრებისთვის ხელშესახებ გაუმჯობესებას ქმნის და მე ველოდები, რომ თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდება,” – განაცხადა ჰარცელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები