LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს [ვიდეო]

88

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს. დიპლომატმა ვიდეოჩანაწერი Twitter-ის გვერდზე გაავრცელა. ვიდეომიმართვაში ჰერმანი აღნიშნავს, რომ მას კარგად ესმის, როგორი გრძნობებით ხვდებიან საქართველოს მოქალაქეები დღევანდელ დღეს.

„ვულოცავ საქართველოს! ამაყები ვართ, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, მხარი დავუჭიროთ საქართველოს დამოუკიდებლობას და დავაახლოვოთ ეს ქვეყანა ევროკავშირთან, საერთ ღირებულებებზე დაფუძნებული პროცესით” – წერს ევროკავშირის ელჩი.

„ვაცნობიერებ, რამდენად რთული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა საბჭოთა მმართველობის დროს, რათა მყარ საფუძველზე აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა 1991 წელს. ასევე ამაყი ვარ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და იმ ძალისხმევას, რომელიც ქვეყანამ მოდერნიზაციისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის გასწია, იმ პროცესში, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იამაყოს მიღწეულით. მათ აქვთ მყარი საფუძველი, შემდეგ საუკუნეს ოპტიმიზმით შეხედონ” – ამბობს იანოშ ჰერმანი.

მიმართვის ბოლოს ის საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები