LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტ ფულს გზავნიან

180
has-sending-money-internationally-article-xyz

მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კერძოდ, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბრის მთლიან ფულად გზავნილებში 37.77%-იანი წილი ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის, რაც 57.87 მილიონი აშშ დოლარია. ოქტომბრის მონაცემებით, მთლიან ფულად გზავნილებში რუსეთი 24,71%-იანი წილითაა წარმოდგენილი, რაც 37.84 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Top 5 ქვეყანაში, რომლიდანაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ფული გადმორიცხა, რუსეთთან ერთად, არიან: იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები