LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები 35%-ით შეგვიმცირდა

134
shutterstock-722271496

2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3%-ით (58.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.6% იმ 12 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 89.0% მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები 35%-ით შემცირდა. კერძოდ, ფულადი გზავნილების 27.5%-იანი კლება ფიქსირდება იტალიიდან, 37.8%-ით შემცირდა გზავნილები საბერძნეთიდან, 0.7%-ით გერმანიიდან, 60.4%-ით ესპანეთიდან, 41.9%-ით პოლონეთიდან, 51.3%-ით საფრანგეთიდან…

ამასთან, 2020 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი (31.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აპრილის (19.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.7%-ით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები