LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირისა და იმ ქვეყნებისა თუ ორგანიზაციის დროშების დაზიანებაზე, ვისთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება

52
1582177185-დროშა-ევროკავშირი

სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია, რომელიც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს გააცნო.

კანონპროექტის პირველადი ვერსიის გათვალისწინებით, დროშის დაზიანებისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. იგივე პირის მიერ იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, მოსამართლეს ექნება დისკრეცია, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს. კანონპროექტის ინიცირება რიგგარეშე სხდომების ფორმატში იგეგმება.