LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირისგან მხარდაჭერის თამამი ნაბიჯები გვჭირდება – სალომე ზურაბიშვილი

99
salome zurabishvili

იმისთვის, რომ განვმარტოთ თუ რა არის ერთიანი ევროპა, საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ მანამდე არსებულ საზღვრებზე – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას ყოფილის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში კი, ევროპის ერთადერთი საზღვრებია თავისუფლება, დემოკრატია, საერთო ღირებულებები, ძლიერი ინსტიტუციები, საერთო პრინციპები და თანაბარი სტანდარტები.

“ამ თვალსაზრისით, საქართველო ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიით, მისი დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვით, მისი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებით და ინტეგრაციით კიდევ უფრო უახლოვდება ევროპას – მაშინ როდესაც შავი ზღვა აღარ არის საზღვარი ორ სამყაროს შორის, ნელა, თუმცა დინამიურად ევროპის ხიდი და სატრასპორტო ჰაბი ხდება: კონტინეტურ ევროპასა და კავკასიას შორის.

ჩვენ ევროკავშირისგან მხარდაჭერის თამამი ნაბიჯები გვჭირდება: ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერება, რაც რეფორმების ყველაზე რთული ნაწილია, რომელშიც ახლა შევაბიჯებთ. პოლიტიკური მხარდაჭერა, უკანონო ბოდერიზაციის საკითხებისა და  ჩვენ რთულ მეზობელთან ურთიერთობების ჩათვლით, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები