LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური. ეს ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია – პრემიერი

1550325359-016A6749-1024x574

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატო-ს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატო-ს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ნატო-ს გაფართოება ევროპაში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე გამართლებული ვარიანტია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს შესაშური ძალისხმევა ამის ძალიან მყარ საფუძველს იძლევა. მამუკა ბახტაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად შესაძლებელია გზების პოვნა არსებული გამოწვევების გადასალახად, რათა საქართველოს გაწევრიანების პროცესი მნიშვნელოვნად ავიდეს უფრო მაღალ და მდგრად დონეზე.

„განვმეორდები და ვიტყვი, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური. ეს ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებით გაჯერებული არჩევანი. მადლობა საქართველოს ძლიერი მეგობრობისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები