LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში მცხოვრებ შინაურ ცხოველებს საქართველო საკვებით მოამარაგებს

121
130298067-3483595251755957-6017684064949566303-o

8 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ევროკომისიის რეგულაცია (EU) 2020/1720, რომლის თანახმად, დაშვებულია შინაური ცხოველების დამუშავებული საკვების, გარდა დაკონსერვებული საკვებისა, საქართველოდან ევროკავშირში გატანა და ევროკავშირის გავლით გადაზიდვა.  

კონტროლისა და შეფასების მთელი რიგი ღონისძიებების გატარების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირი დაარწმუნა, რომ შეძლებს შესაბამისი სანიტარული პირობების უზრუნველყოფას და გააჩნია შინაური ცხოველების დამუშავებული საკვების წარმოებაზე კონტროლის საკმარისი გარანტიები. ამის საფუძველზე, საქართველო დაემატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების დამუშავებული საკვების,  გარდა დაკონსერვებული საკვებისა, შეტანა და ევროკავშირის გავლით ტრანზიტი ნებადართულია.

ეს საქართველოს კერძო სექტორისთვის ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები