LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია თვლის, რომ დიდი თავის ტკივილის გადასაჭრელად მეტი დრო სჭირდება საქართველოს“ – ვანო ჩხიკვაძე

82
ვანო-ჩხიკვაძე

ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშის მომზადების 2023 წლამდე გადავადებას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე აფასებს.

საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წელს მოვამზადებთ – მიხაელ რუპი

როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ მან განცხადა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის მეტი დრო აქვს და, სავარაუდოდ, ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ თავდაპირველად გაცხადებულ ვადებში ამ რეკომენდაციების შესრულების რესურსი ვერ დაინახა.

„თუ დავეყრდნობით რუპის გამოსვლას, ევროკავშირმა გადაწყვიტა უფრო მეტი დრო მისცეს საქართველოს და კერძოდ იმას, რომ ხელისუფლებამ ან სხვა პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება. ისინი თვლიან, რომ სიღრმისეული და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების და დიდი თავის ტკივილის გადასაჭრელად მეტი დრო სჭირდება საქართველოს“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

„ლელო“ ევროპული კავშირის გადაწყვეტილებაზე: პირდაპირი მინიშნებაა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წელს მოამზადებს.  ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილების შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე გამართულ დისკუსიაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაელ რუპმა განაცხადა.

წუხილი და შეშფოთება პოლარიზაციის გამო – რა წერია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები