LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა მავნე გამონაბოლქვის საკითხის კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს

70
clectroprkng

ევროკომისია გეგმავს, რომ ახალი ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის ნორმები მაქსიმალურად გაამკაცროს. ეკოლოგთა აზრით, იმისთვის რომ 2050 წლისთვის ევროპა CO₂ ნეიტრალური გახდეს, ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

ევროკომისია ეკოლოგიასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე უკვე წლებია რაც აქტიურად მუშაობს. ორგანო ადგენს ნორმებს და მწარმოებელთა დაჯარიმებაზეც თავადაა პასუხისმგებელი. არსებული რეგლამენტის მიხედვით, 2021 წლისთვის საშუალო მაჩვენებელი კილომეტრზე 95 გრამ გამონაბოლქვს არ უნდა აჭარბებდეს. 2025 წლის ეს ციფრი 15%–ით უნდა შემცირდეს, 2020 წლისთვის კი დამატებით 37,5%–ით.

რაც შეეხება ახალ პროექტს, ევროკომისია ამზადებს დოკუმენტს, სადაც საუბარია გამონაბოლქვის 50%–მდე შემცირებაზე, საბოლოო ვადად კი 2030 წელი სახელდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია არაერთ ავტომწარმოებელთან შედის კონფლიქტში, კომპანიებს ან გამონაბოლქვის შემცირდება ან უზარმაზარი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები