LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა საოკუპაციო ხაზთან – სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გუგუტიანთკარში არიან

98
tomi

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გუგუტიანთკარშია. ერიკ ჰოგთან ერთად ადგილზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც იმყოფებიან. 

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად მე შევუერთდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც პატრულირებდა ამ დილით გუგუტიანთკართან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე „ბორდერიზაციისდასაკვირვებლად. ახალი მავთულხლართები კიდევ უფრო ჰყოფს მოსახლეობას. ამ საკითხს, ასევე განვიხილავთ ხვალ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვდრის ფარგლებში“, – წერს ჰოგი.

ამ საკითხს ასევე „ტვიტერში“ ეხმაურება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლაარიც.

„მადლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდსა და მისიის ხელმძღვანელს ერიკს ჰოგს გუგუტიანთკარში გაცნობითი ვიზიტისთვის. მავთულხლართები ყოფს მოსახლეობას და ქმნის სირთულეებს. ბორდერიზაციისმიღება შეუძლებელია“, – წერს ტოივო კლაარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები