LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარები: 14 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში

59
66588658 (1)

“14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო. ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში” – ამის შესახებ ევროპარლამენტის „საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის“ წევრების: პეტრას აუსტრევიჩუსის, მაიკლ გალერის, მარინა კალიურანდის, ანდრიუს კუბილიუსის, სვენ მიქსერისა და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარების თქმით, ისინი ამ დღეს ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„რუსეთის აგრესიამ, რომელიც დიდწილად დაუსჯელი დარჩა, გამოიწვია ყირიმის ანექსია 2014 წელს და 2022 წელს სრულმასშტაბიანი უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადეს ევროდეპუტატებმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები