LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის

59
Untitled design (1)

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას აფასებს.

პრემიერი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის:

“ევროპარლამენტში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

რეფორმები სასამართლო სისტემაში, კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლებაში, ასევე ლგბტქ+ საკითხები და უფლებები ქვეყნის ევროპული მიმართულებით სვლისთვის კვლავ გადამწყვეტია. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში”, – წერია მეცოლას “ტვიტში”.

შეგახსენებთ, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას დღეს შეხვდა.

 

პოპულალურები