LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა – GAHP

1129
ჰაერი

კიდევ ერთი ინფორმაცია ჰაერის დაბინძურებასა და მის შედეგებთან დაკავშირებით – გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის. მონაცემებს ამის შესახებ GAHP -ი.

გამოქვეყნებული მოხსენება ეყრდნობა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს.

ჰაერის დაბინძურება ტვინის სიმსივნესთან პირდაპირ კავშირშია - კვლევის საგანგაშო შედეგები

ჰაერის დაბინძურებასა და ტვინის სიმსივნეს შორის კავშირი მაღალია

კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია. ჰაერის დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ინდოეთია.

ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, ევროპაში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები