LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელ მაღალჩინოსნებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, როგორ „დასაჯონ“ ანკარა – რას ამბობს სანდო წყარო თურქეთის შესაძლო სანქცირებაზე

436
LYNXMPEI7509N_L

ევროკავშირში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ, მიზეზად კი ოფიციალური ანკარას რუსეთთან თანამშრომლობას ასახელებენ. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Financial Times წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Financial Times-ის წყარო ამბობს, ევროპელი მაღალჩინოსნები ორი ქვეყნის მეგობრული დამოკიდებულებით არიან შეშფოთებულები ენერგეტიკის, ფინანსურ და სავაჭრო სფეროებში.

თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა, თუმცა, გამოცემის ცნობით, ევროპელ მაღალჩინოსნებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, როგორ „დასაჯონ“ ანკარა – იგეგმება დასავლურ კომპანიებსა და ბანკებზე ზეწოლა, რათა მათ დატოვონ თურქული ბაზარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები