LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელები საქართველოთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან – ვიზიტების 25,7%-იანი ზრდა გვაქვს

85
tour

მიმდინარე წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 482 418 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 25,7%-ით მეტია.

განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა შემდეგი ქვეყნები: პოლონეთი +31.7% , იტალია +22.4% , გერმანია +38.2%, საფრანგეთი +28.3% , გაერთიანებული სამეფო +27.4%.

2019 წელს შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან 450,590,224 აშშ დოლარს შეადგენს, 2018 წელთან შედარებით ზრდა +19,5%-ია.

ისტორიული მაქსიმუმი: წელს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვეწვია

ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა: აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, ირანი, ყაზახეთი, გერმანია, პოლონეთი, საუდის არაბეთი, ბელარუსი, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები