LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელი ტურისტებიდან საქართველო ყველაზე მეტად ავსტრიელებს და გერმანელებს იზიდავთ

93
DSC6206-1024x633

2019 წლის ივნისის თვეს,  საქართველოში  ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  471,979 შეადგინა, რაც 71,990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე- ზრდა +18%. ივნისში  საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 873,966 შეადგინა-ზრდა +20.2%.

2019 წლის იანვარი-ივნისი ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  2,127,142 შეადგინა, რაც 193,368-ით მეტია 2018 წლის  ანალოგიურ მაჩვენებელზე-ზრდა +10%.

6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.4%.

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია +71%, გერმანია +67.7%, გაერთიანებული სამეფო  +34.9%, ლატვია +30.2%, ნიდერლანდები +25.7%,  და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +127.7%, იორდანია +91.4%, ყაზახეთი +78.4%, ჩინეთი +52.9%, კორეა +48%, თურქეთი +45.8% და სხვა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი: რუსეთიდან (+30.8%), თურქეთიდან (+45.8%), აზერბაიჯანი  (+8.8%) და სომხეთი (+9.7%) განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები