ევროპაში არის უამრავი ქალაქი, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, თუმცა მოგზაურთა ნაკლებობას უჩივის.

პირველი ასეთი დანიშნულება გახლავთ შვედური მალმე. დასახლება ევროპის ყველაზე გამორჩეულ მუზეუმებსა და გალერეებს მოიცავს და კულტურული დასვენების მოყვარულები მას განსაკუთრებულად აფასებენ.

 

ვისაც შოტლანდიის მონახულება სურს და თან ტურისტთა ნაკადებსაც ერიდება, მაშინ ულამაზეს აბერდინს უნდა ეწვიოს. ქალაქი შთამბეჭდავი არქიტექტურით გამოირჩევა. საოცარი შენობის ნახვა თითქმის ყველა ნაბიჯზეა შესაძლებელი.

 

როდესაც უნგრეთზე ვსაუბრობთ ყველას ბუდაპეშტი ახსენდება. თუმცა, დებრეცენი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც ნაკლებად გადატვირთულ ადგილს ეძებს. ლამაზ შენობა-ნაგებობს არც ეს ლოკაცია უჩივის.

 

ორჰუსი დანიური შვებულებისთვის საუკეთესო დანიშნულებაა. ულამაზესი სანაპიროები, ლანდშაფტები და ბევრი მუზეუმი.

 

იტალიური ტურინი საკმაოდ პოპულარული ლოკაციაა, თუმცა იტალიის სხვა ქალაქებთან შედარებით მას მაინც ნაკლები ვიზიტორი ყავს. არადა ტურინი სტუმრებს ულამაზეს ხედებს, არომატულ ყავას და უგემრიელეს სამზარეულოს უმზადებს.