LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატს საფრანგეთი მოიგებს

101

ინსბრუკის უნივერსიტეტის მათემატიკოსებმა სტატისტიკური მოდელი შექმნეს, რომელიც გარკვეული ალბათობით ევრო 2016-ის შედეგების წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა.

მათი პროგნოზებით, ევრო 2016-ის მოგების ყველაზე დიდი შანსი საფრანგეთს და გერმანიას აქვთ.

გამარჯვებულების ამოსაცნობად მეცნიერებმა 19 საბუკმეკერო კომპანიის მატჩების შედეგების მონაცემები აიღეს.

აღნიშნული მოდელის მიხედვით, საფრანგეთს ტურნირის მოგების შანსი 21.5% აქვს, ხოლო გერმანიას – 20.1%. კონტინენტის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის შანსი კი 13.7 პროცენტია.

მოდელი ასევე იძლევა საშუალებას იწინასწარმეტყველოს, რომელი ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს. რადგან საფრანგეთი და გერმანია საკუთარი ჯგუფების ფავორიტები არიან, ისინი სავარაუდოდ ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან. მატჩის გამარჯვებული კი ფინალში ესპანეთს შეხვდება. იმის ალბათობა, რომ ფინალში ესპანეთი საფრანგეთს შეხვდება, 5.7 პროცენტია, ხოლო გერმანიას – 5.4%.

ამასთან ერთად, მათემატიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ მოდელს მატჩების შედეგების გამოცნობა 100 პროცენტით არ შეუძლია. ის, უბრალოდ, გუნდის მოგების ალბათობას ადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები