LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რესტორნებში მორჩენილ საკვებს 1 დოლარად იყიდით – სად მიდის ქართულ რესტორნებში დარჩენილი საჭმელი

818
food 1

აშშ-ს რესტორნებში ყოველწლიურად საკვების 40%-ზე მეტი ნადგურდება, ინგლისშიც დაახლოებით იგივე სიტუაციაა და განადგურებული საკვების რაოდენობა წელიწადში 600 ათასი ტონას შეადგენს. ამ პრობლების მოგვარებას ბრიტანელი ჯეიმს გრუმი სპეციალური აპლიკაციის შექმნით შეეცადა.

https://toogoodtogo.co.uk/en-gb

To Good To Go-ზე რესტორნებიდან მორჩენილ და ხელუხლებელ სალათებს, ხორცეულს, ბოსტნეულს და სუფებს ძალიან იაფად იყიდით. გრუმის კომპანია საკვების შეფუთვასაც გთავაზობთ და მას კურიერი ადგილზე მოგიტანთ. ფასები ცენტებიდან 1 დოლარამდეა. ძალიან კარგ საჭმელში 2 დოლარს და მაქსიმუმ 3.80 დოლარს გადაიხდით. ისიც იმ შემთხვევაში, თუ  საკვებს მაგ. ქვეყნის საუკეთესო სუშის რესტორნიდან გამოიძახებთ. ამჟამად აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ევროპის ქვეყნებში.

მსგავსი აპლიკაცია შეიქმნა ამერიკაშიც. ის ამჟამად ბოსტონსა და ნიუ-იორკში მუშაობს. ფასები კი 2 დოლარიდან 8 დოლარამდე მერყეობს.

https://foodforall.com/

 

როგორც ჩანს, ევროპასა და ამერიკაში აქტიურად ზრუნავენ, რაც შეიძლება ნაკლები საკვები განადგურდეს. მით უმეტეს, როცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან.

სოციალური მარკეტების არ იყოს, საქართველოში მსგავსი აპლიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ რადიო „ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, ნამდვილად იყრება თუ არა რესტორნებში მორჩენილი საკვები ნაგავში, რას ავალდებულებს კანონი კვების ობიექტებს და რატომ არ შეიძლება ხელუხლებელი და რესტორანში დარჩენილი საკვები გაჭირვებულ მოქალაქეებამდე მივიდეს.

რესტორნების ნაწილში რადიო „ფორტუნას“ არ დაუდასტურეს, რომ მორჩენილი საჭმელი ნაგავში იყრება, ნაწილმა კი გვითხრა, რომ საკვების განადგურება კანონით ევალებათ.

ეკა კოპალეიშვილი, რესტორანკოლხეთისმენეჯერი: „ დღეს, ძირითადად, იმდენს არავინ უკვეთავს, რომ ბევრი საჭმელი დარჩეს. თუ რაღაც მორჩა, როგორც წესი, დამკვეთს თან მიაქვს ხოლმე. ადრე იმიტომ იყო გადაყრის ფაქტები, რომ კონტეინერებით წაღების პრაქტიკა არ არსებობდა. არავინ ულაგებდა საჭმელს და სახლში არავინ ატანდა. ახლა უკვე, რადგან ეს თანხებთანაა დაკავშირებული, იმ სუფრაში ხომ ფულს იხდის, ამიტომაც მიაქვს სახლში მორჩენილი საჭმელი. გარდა ამისა, ადრე როგორც იყო, დღეს დიდი რაოდენობით საკვებს აღარ უკვეთავენ. მივედით იმ კულტურამდე, რომ ვისწავლეთ დოზირებული შეკვეთები და ეს სწორია. ჩვენ მაგ. გვაქვს საბანკეტო რესტორანი და ცალკე სახინკლე. სახინკლეში რომ მოდის სტუმარი, ზუსტად იმას უკვეთავს, რასაც ჭამს. შეიძლება სადღაც 1 ხინკალი და 2 ქაბაბი დარჩეს, მაგრამ ამაზე არაა საუბარია. თუ ბანკეტია, 20-კაციანი იქნება, 50-იანი თ უ100-იანი, თუ შეხედავენ, რომ იქ დარჩა ნებისმიერი რამ, ყველი იქნება, ხორცი თუ ხაჭაპური, კონტეინერებს ითხოვენ და ამის სრული უფლება აქვთ“.

რესტორან „ბაბილოში“ იგივე პოზიცია აქვთ. აქ ამბობენ, რომ 80%-ზე მეტ შემთხვევაში დამკვეთს საჭმელი სახლში მიაქვს.

„კონტეინერდება ყველა სახის საჭმელი და სახლში მიაქვთ. თუ ამის გარდა რაღაც დარჩება, უზარმაზარი სტაფია და მათთვისაც ხომ საჭიროა კვება, თანამშრომლები ხომ ყოველდღიურად ჭამენ. რეალურად, დიდი რაოდენობა არ რჩება, რომ ეგ მიმართულება მივცეთ, თუმცა ასეთი ფაქტები იყო ხოლმე, ზოგჯერ თავად სტუმრებისგან. თუ მათ შინ არაფერი მიაქვთ, აი, მაგ. ზოგჯერ დიდი კორპორატიული რომ არის, დააკონტეინერებენ და თავად მიაქვთ „კათარზისში“, ან სოციალურად დაუცველებთან. კომპანია რომ აკეთებს ბანკეტს, ამ ნაწილსაც თავად უზრუნველყოფს“, – აცხადებენ „ბაბილოში“.

რადიო „ფორტუნა“ კიდევ ერთ ცნობილ რესტორანს დაუკავშირდა, რომელმაც საჯაროდ გამოჩენა არ ისურვა, თუმცა გვითხრეს, რომ მორჩენილი საკვები, ძირითადად იყრება, ან დამკვეთს მიაქვს. ჩვენთან საუბარში რესტორნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მორჩენილი საკვების სადმე წასაღებად მათ დრო არ აქვთ და ამას ცალკე ლოჯისტიკა სჭირდება. რაც შეეხება თანამშრომლებისთვის მიცემას, ამ პრაქტიკაზე უარი თქვეს. რესტორნის ინფორმაციით, საჭმელთან ერთად თანამშრომლებს ჭურჭელი და დანა-ჩანგალიც მიჰქონდათ.

რადიო „ფორტუნა“ „წისქვილი ჯგუფსაც“ ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ კანონმდებლობით მორჩენილი საკვების ძაღლისთვის მიცემაც კი არ შეიძლება და ის აუცილებლად უნდა განადგურდეს. აქ ამბობენ, რომ ჯგუფში შემავალი რესტორნები ყველა ინსტრუქციის მიხედვით ხელმძღვანელობს, რაც კანონში წერია.

 

ჩვენ სურსათის უვნებლობის სამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ თუ სურსათი ვადაგასულად ითვლება, ის უნდა განადგურდეს.

„ჩვენ თუ ასეთ ფაქტს შევესწარით, სააგენტო აჯარიმებს საზოგადოებრივი კვების ობიექტი იქნება თუ  სარეალიზაციო. რაც შეხება იმას, რომ პირდაპირი რეკომენდაცია იყოს, მაგიდას რომ აალაგებ, ძაღლს არ აჭამო, ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს. ეს კანონში არ დევს. ვადაგასული სურსათი ცხადია ნადგურდება. ყველას შეუძლია ის ძაღლს აჭამოს, ზოოპარკში წაიღოს, მაგრამ როგორც ვიცით, ამასაც ცალკე ლაბორატორიული კვლევები სჭირდება და საბოლოოდ ლოჯისტიკაა დასალაგებელი“, – აცხადებენ სააგენტოში.

რეალურად, საქართველოში მოპოვებული ინფორმაციისა და ევროპული თუ ამერიკული გამოცდილების შესწავლის შემდეგ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ რესტორნებში მორჩენილი საკვები, თუ ის ხელუხლებლად დარჩა მაგიდაზე, თავისუფლად შესაძლებელია, არ გადაიყაროს და შესაბამის სოციალურ ორგანიზაციებთან გაიგზავნოს. ამას კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამენეჯმენტება სჭირდება, რაც კვების ობიექტებისთვის დამატებითი საზრუნავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები